აგლაონემა – მალაიზიური წარმოშობის ბუჩქის მსგავსი, მოკლეღეროიანი მცენარეა. ის 1880 წელს აღმოაჩინეს და ამის შემდეგ მოყვარულ მებაღეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოთახის მცენარეა. სახლის პირობებში ზრდისას ასაკოვანი აგლაონემა 80 სმ. სიმაღლესა და 50 სმ. სიგანეს აღწევს. აგლაონემა 3-4 წელიწადი ცხოვრობს, შემდეგ კი ნელ-ნელა ფოთლები სცვივა.
ამ მცენარის ყვავილები ძალიან უღიმღამო და უინტერესოა, ისინი, ჩვეულებრივ, ერთ ყვავილედშია მოქცეული. აგლაონემას დეკორატიულ მცენარეთა რიგში მისი ლამაზი ფოთლები აყენებს.
აგლაონემას ფოთლები დაახლოებით 20 სმ. სიგრძის იზრდება, ლანცეტის ფორმისაა და გრძელი ყუნწი აქვს. ფოთლები ძალიან ჭრელია, ვერცხლისფერი წერტილებით. ასაკის მატების კვალდაკვალ კი ღეროს ძირიდან სცვივა. აგლაონემა ძირითადად სახლისა და ოთახის ცუდად განათებული, ფანჯრებიდან მოშორებული კუთხეებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის შეგიძლიათ ტუალეტსა და კორიდორში, სამზარეულოსა და სხვა ოთახების ბნელ კუთხეებში დადგათ, სააბაზანოშიც კი.
აგლაონემას შემდეგი შემადგენლობის მიწა ჭირდება: 1/3 ჩვეულებრივი ყავისფერი მიწა და 2/3 სათბურის მიწა ოთახის მცენარეებისთვის. აგლაონემა უნდა კვებოთ მაისიდან სექტემბრამდე, თვეში ორჯერ, სპეციალური ოთახის მცენარეების სასუქით.
აგლაონემას ტენიანი ჰაერი უყვარს, ამიტომ დროდადრო ჰაერში მსუბუქად გააფრქვიეთ წყალი. მცენარე ზამთარში კვირაში ერთხელ, 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კი ყოველ სამ დღეში უნდა მორწყათ.
აგლაონემას რეგულარულად ჭირდება გადარგვა – ყოველ წელს, ადრე გაზაფხულზე, ძირითადად, მარტში ან აპრილში.
სასარგებლო რჩევები: აგლაონემა შხამიანი მცენარეა, მის ფოთლებთან შეხება კანის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ის ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს უნდა მოარიდოთ. მათთან მუშაობის შემდეგ კი ხელები თავადაც კარგად დაიბანოთ. აგლაონემას ფოთლები თამბაქოს კვამლისა და ცივი, ორპირი ქარისგან ყვითლდება. 15 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე აგლაონემას ფოთლებზე ლაქები ჩნდება.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
აგლაონემა ტოპიკული მცენარეა და ამიტომ მას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეცადეთ, ზაფხულის ცხელ დღეებში მზეზე არ დადგათ. დადგით დაჩრდილულ ადგილას, მორწყეთ რეგულარულად და მიეცით სასუქის ნაკრები. მცენარეს ნიადაგში სჭირდება როგორც ნაკელი, ასევე ტორფი და თიხის მიწა. კარგი იქნება, თუ მისცემთ კალიუმის სასუქს. აგლაონემა მრავლდება გაყოფით. მცენარე არასდროს გადარგათ ზამთრის პერიოდში ან ზაფხულში, გადარგეთ მხოლოდ ადრე გაზაფხულზე. აგლაონემას არასდროს შეაცალოთ ქვედა ფოთლები და არ დააზიანოთ მექანიკურად. ასეთ შემთხვევაში გამოიწვევთ მის დაავადებასა და კვდომას. გადარგვის დროს ეცადეთ, გრძელი ფესვები ოდნავ წააჭრათ, რათა ახალ ნიადაგში ახალი ცხოვრება დაიწყოს და აქტიურად განაგრძოს ზრდა. მცენარე ყვავის წელიწადში ორჯერ – ადრე გაზაფხულზე და შემოდგომით. მისი ყვავილი კალის ყვავილს წააგავს. ამ მცენარის ფორმირება არ შეიძლება. აგლაონემას ამონაყარები გადარგეთ შემოდგომით, რადგანაც, შესაძლებელია, სიცხეში დაგეღუპოთ. გახსოვდეთ, ახალგადარგულ მცენარეს არ დაასხათ სისტემატურად წყალი – აცადეთ, სანამ მთავარი ფესვები არ ჩამოუყალიბდება, მცენარე ძალიან მგრძნობიარეა მავნებლების მიმართ, ამიტომ, ეცადეთ, წელიწადში რამდენჯერმე შეასხუროთ წამლები, რათა ის დაცული იყოს დაავადებებისაგან. ზამთარში აგლაონემა შეიტანეთ ბინაში და ამყოფეთ 22-25 ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში მცენარე კარგად გრძნობს თავს, კარგად იზრდება და იოლად მრავლდება.