პატარა და ბუჩქოვანი ჰიპოესტესის გულის ფორმის ფოთლები ისეა დაწინწკლული, შორიდან ვარდისფერი საღებავის შხეფები გეგონებათ. არსებობს სხვა სახეობებიც, უფრო მოზრდილი ფოთლებით; ზოგსაც იისფრად, თეთრად ან წითლად დახაზული ფოთლები აქვს. თუ სხვადასხვა სახეობას ერთ ქოთანში ჩარგავთ ან ქოთნებით გვერდიგვერდ დაალაგებთ, ფერადოვნება მთელი წლის განმავლობაში არ მოგაკლდებათ.
სინათლე
მკვეთრი ფერების მისარებად კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულში მზეს მოარიდეთ, ზამთარში კი - პირიქით.
ტემპერატურა
უყვარს სითბო. იდეალურია მთელი წლის განმავლობაში 18 გრადუსი ცელსიუსი. 11 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ფოთლები დასცვივდება.
მორწყვა
ზაფხულში უხვად მორწყეთ, მაგრამ მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცალეთ. ზამთარში ნაკლები წყალი დაასხით.
უყვარს ტენიანი გარემო, მაგრამ ზედმეტი წყალი ავნებს.
მოვლა
ჰიპოესტესს ღეროები დროთა განმავლობაში უგრძელდება, ამიტომ გაზაფხულზე და ზაფხულში გაკრიჭეთ, რათა გაიბუჩქოს. ზაფხულში მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებიტი კვება არ სჭირდება.
ზომა: დაახლ. 20სმ;
ადგილი: სააბაზანო; სასტუმრო ოთახი;