ეონიუმის თითქმის შავი ხასხასა ფოთლები ხორციან როზეტებს ქმნის, რომლებიც შიშველ, დაკლაკნილ ღეროებს აბოლოებს.
ფოლადის ან მინის ზედაპირზე შემოდგმული ეონიუმი განსაკუთრებულად ეფექტურია.
მცენარე ზაფხულის დასაწყისში იკეთებს მომცრო, ხასხასა ყვითელ ყვავილებს. იზრდება ადვილად, უყვარს სინათლე.
სინათლის ნაკლებობაა ფოთლების წაგრძელებასა და და გამწვანებას იწვევს, როზეტები კი გადაიხსნება და ფორმას დაკარგავს.
ეონიუმი მცხუნვარე მზესაც იტანს, ამიტომ შეგიძლიათ ზაფხულში გარეთ გაიტანოთ.
მაღალი მცენარე მყარად რომ იდგეს, მოზრდილ და მძიმე ქოთანში ჩარგეთ.
სინათლე
მთელი წლის განმავლობაში სინათლე სჭირდება, ზამთარშიც კი, როცა მცენარე „იძინებს“.
ტემპერატურა
ზამთარში სიგრილე უფრო მოსწონს, დაახლოებით - 8-11 გრდაუსი, ზაფხულში კი 18-24 გრადუსი ჰყოფნის.
მორწყვა
ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს, თორემ ფოთლები მოეჭმუჭნება.
თვეში ერთხელ მორწყეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით.
წყალს ფოთლებზე თუ მოახვედრებთ, თეთრ, უშნო ნაკვალევს დატოვებს.
ზამთარში მორწყეთ მხოლოდ მაშინ, თუ ფოთლები სცვივა ან სიხასხასეს კარგავს.
ამ დროს დამატებითი კვება არ სჭირდება.
მოვლა
ძველი ფოთლები ჭკნება და ცვივა.
მაღალი, შიშველიღეროიანი ეონიუმი შეგიძლიათ ძირში გადაჭრათ. ასე მცენარე უფრო ლამაზი ფორმის გაიზრდება.
გასამრავლებლად როზეტები მოაცალეთ და ტენიან, ქვიშიან ნიადაგში ჩარგეთ.
ზომა: დაახლ: 50სმ;
ადგილი: მინიმალისტური ინტერიერი;